შარლ მიშელი დაუგეგმავი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდა | 20.04.2022

„უკრაინის დიდი მეგობარი კიევშია” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კიევში ვიზიტს. დღის ბოლოს მხარეებმა ერთობილივი პრესკონფერენცია გამართდეს. ზელენსკიმ შარლ მიშელს  სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება განიხილეს. ასევე ისაუბრეს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებელი კითხვარის შესახებ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაუგეგმავი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქში მატარებლით დღეს ჩავიდა. მიშელი იმყოფებოდა ბოროდიანკაშიც, სადაც  რუსების  მიერ ჩადენილი უმძიმესი სამხედრო დანაშაულები საკუთარი თვალით ნახა და მოსახლეობას შეხვდა. „ისტორია არ დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს, სამართლიანობის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია” – ასე შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულები.