გადაკეტილი გზა და გიული ალასანიას საგანგებო მიმართვა ხელისუფლებას | 20.04.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის  მოთხოვნით პარტია ,,კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო თარკვიანმა და მედიკოსებმა გზა გადაკეტეს. აქცია 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.  ამბობენ, რომ მესამე  პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და მას  შველა სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა ექიმებთან ერთად,  ექსპრეზიდენტის დედამ.  გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ოჯახი სააკაშვილის საზღვარგარეთ ეტაპირებას ითხოვს.