“სააკაშვილი სამედიცინო დამხარებას ვერ იღებს, საუბარი უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც მიმდინარეობს” | 19.04.2022

მესამე პრეზიდენტი ადეკვატურ სამედიცინო დამხარებას ვერ იღებს და ამის შესახებ საუბარი უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც მიმდინარეობს. ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტი მოინახულა. დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, უკვე მეოთხე თვეა სააკაშვილთან  არ დაუშვიათ პირადი ექიმი და ასევე არ უშვებენ კონსილიუმის წევრებს.