“ევროპული საქართველო ” აფხაზთა კრებასთან თანამშრომლობას აგძელებს და საქართველოსვის საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად, სხვასხვა ღონისძიებებს გეგმავს. როგორც პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის ფონზე, ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიქციოს და ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ დაანახოს, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. გიგა ბოკერიას თქმით, ასეთ ნაბიჯებს ეროვნული ინტერესების მქონე მთავრობა სჭირდება, რომელიც საქართველოს არ ჰყავს.