მაისიდან პური სავარუდოდ 20 თეთრით გაძვირდება | 18.04.2022

“ვერ ვიქნებით გამონაკლისი” – ასე პასუხობს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, პურის ფასის ზრდის შესახებ, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. ოთარ შამუგია ამბობს, რომ  მსოფლიოში პროდუქტებზე ფასები იზრდება და ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი ვერ იქნება.  მაისიდან პური, სავარუდოდ 20 თეთრით გაძვირდება. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე და დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ,  რომ უახლოეს პერიოდში პურის ფასი 1 ლარსა და 50 თეთრს მიაღწევს. ექსპერტები ამბობენ, რომ ფასების მატების მიზეზი, იმპორტირებული ფქვილზე გაზრდილი ფასია.  საქართველოში ფქვილისა და ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყნები საომარ მდგომარეობაში არიან.