სუს-მა გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიებას დაიწყო | 15.04.2022

სუს-მა  პარლამენტის ვიცე-სპიკერის,  გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე  გამოძიებას დაიწყო. ვოლსკიმ ჟურნალისტებს დღეს უთხრა, რომ  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ვიზიტის დროს პარტია „გარკვეულ პროვოკაციას“ გეგმავდა. ვოლსკის თქმით,  ინფორმაცია ქართულმა სპეც  სამსახურებმა უკრაინელ კოლეგებს  მიაწოდეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  გამოძიება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.