“რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მას გადარჩენის მცირე შანსები აქვს” | 14.04.2022

რუსეთის თავდაცვის მინისტრი,  სერგეი შოიგუ, ინფაქტის მძიმე ფორმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის ამ დროისთვის აპარატზეა მიერთებული –  ამ ინფორმაციას, კომპანია „იუკოსის“ ყოფილი თანამფლობელი ლეონიდ ნევზლინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ნევზლინი, კრემლის წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ  შოიგუს მდგომარეობა ძალიან  მძიმეა და  მას გადარჩენის მცირე შანსები აქვს. მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, შოიგუსა და პუტინს შორის, ურთიერთობის დაძაბვის შესახებ, რაც უკრაინის ომში, რუსული არმიის კრახს უკავშირდებოდა, ამიტომ ისრაელში მცხოვრები ნევზლინი ვარაუდობს, რომ ინფარქტი შესაძლოა არაბუნებრივი მიზეზებით იყოს გამოწვეული.  ნევზლინის ინფორმაციით,  პუტინმა უკვე  დააპატიმრა  20 გენერალი და ყველა მათგანს უკრაინის სპეცოპერაციისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვაში ედება ბრალი. შეგახსენებთ, რომ რუსეთში ტოპ ძალოვნების წინააღმდეგ მასშტაბური რეპრესიები მიმდინარეობს.