პარტია “ლელო” კახა კალაძეს, პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფების ალტ-ინფოს ერთ-ერთ ლიდერთან, კონსტანტინე მორგოშასთან კავშირში ადანაშაულებს. საკრებულოს დეპუტატი, საბა ბუაძე ამბობს რომ დედაქალაქის მერსა და ალტ-ინფოს დამფუძნებლს შორის კავშირი, სამშენებლო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებითაც დასტურდება. საბა ბუაძე ამბობს, რომ კალაძემ მორგოშიას ორჯერ მისცა უკანონო მშენებლობისთვის ნებართვა. “ლელოს” წევრი დეპუტატი გასულ წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ე.წ კრებსებს იშველიებვს და ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების მიხედვით დასტურდება ისიც, რომ თბილისის მერმა კონსტანტინე მორგოშიას საარჩევნო კამპანიაც დაუფინანსა და მას 300 000 ამერიკული დოლარი გადასცა. პარტია “ლელო” საკრებულოს სარევიზიო კომისიას საკითხის გამოძიების დაწყებას, კახა კალაძეს კი განმარტებების გაკეთებას ურჩევს.
ოპოზიციის ბრალდებებს დღეს, საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატებმა უპასუხეს. ლევან ჟორჟოლიანი ამბოპბს, რომ ბრალდებები უხერხული სამარცხვინოა. რაც შეეხება პარტია “ლელოს” დღევანდელ ბრალდებას, “ქართული ოცნების” დეპუტატი განმარტავს, რომ სამშენებლო ნებართვა კანონის ფარგლებშია გაცემული და დოკუმენტაციაც საჯაროა. ჟორჟოლიანმა მედიასთან პარტიის ის პოზიციაც გაახმოვანა, რომ ალტ-ინფო პრორუსული ძალაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება.
შეგახსნებეთ, რომ კონსტანტინე მორგოშია, ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფოს დამფუძნებელია, ის საზოგადოებაში ჰომოფობიური და პრორუსული განწყობებით არის ცნობილი. ის გასული წლის 5 ივლისს იმ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი იყო, რომლის მონაწილეებმაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი ცემეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს.