უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიები, რეგიონში არსებულ ვითარება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – ამ საკითხებზე გაიმართა დღეს შეხვედრები ევროპარლამენტის დელეგაციასთან. ისინი საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიციას შეხვდნენ.
ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოში, სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.