ევროკავშირში წევრობისთვის საჭირო კითხვარის შევსების პროცესში, ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი. შესაბამისი ინიციატივა ორგანიზაცია
“სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” თავმჯდომრემ, ხათუნა ლაგაზიძემ გაახმოვანა. ორგანიზაცია მზაობას გამოხატავს კითხვარის შევსების პროცესზე მონიტორინგი განახორციელოს. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ამ პოლიტიკურ პროცესში საზოგადოებ, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი ერთად უნდა იყოს ჩართული.