რასაც კრემლი ჩადის, ბარბაროსობაა- ბრიფინგი უკრაინის სალეჩოში | 08.04.2022

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის კომპეტენტურ უწყებებს შორის კომუნიკაცია გრძელდება.  რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინის საელჩო ქართველი მაღალჩინოსნების განცხადებებს არ კომენტირებს და მათი მთავარი ამოცანა საქართველოსთან პარტნიორობის განვითარებაა.