ბელარუსის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში საქართველო არ არის | 08.04.2022

ბელარუსის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში საქართველო არ არის. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით სიაში 13 სახელმწიფო მოხვდა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. განკარგულებას ხელს ბელარუსის პრემიერ-მინისტრი, რომან გოლოვჩენკო აწერს.

რამდენიმე კვირის წინ მსგავსი სია შეადგინა რუსეთმაც, სადაც საქართველო შეყვანილი ასევე არ იყო. სიაში არ არის შეყვანილი უკრაინაც, სადაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მეგობრის, ვლადიმერ პუტინის დავალებით რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ და ერთ თვეზე მეტია, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ.