უკრაინის რადა ქართველ ხალხს მადლობას უხდის. ბუჩაში მომხდარი მასობრივი მკვლელობების შემდეგ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქცია-პერფორმანს უკრაინის პარლამენტი გამოეხმაურა. განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ twitter-ში ვრცელდება წერია, რომ უკრაინელები ქართველების მხარდაჭერას გრძნობენ და ამისთვის მადლობელი არიან.
დაღუპულთა ხსოვსნის პატივსაცემად აქცია პერფორმანსი პარლამენტთან გუშინ გაიმართა. მოქალაქეებმა ბუჩაში მოკლული ცხედრების იმიტაცია გაიმეორეს.