საქართველოში უკრაინელების დასაქმება იწყება | 07.04.2022

საქართველოში უკრაინელების დასაქმება იწყება.  ინიციატივა სამოქალაქო მოძრაობა მრავალენოვან საქართველოს ეკუთვნის. მიზანი ომისგან დაზარალებული უკრაინელების რეალიზებაში დახმარებაა.  ორგანიზაციის თავმჯდომარის, არნოლდ სტეფანიანის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში დასაქმების მსურველთა და  ე.წ ვაკანტური ადგილების  სპეციალური ბაზები იქმნება. მისივე ცნობით, საქართველოში ლტოლვილი უკრაინელებისთვის იწყება ქართული ენის შემსწავლელი კურსიც.