გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა | 07.04.2022

გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა – ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია  ავრცელებს. ხმის მის მიცემის შედეგად, გადაწყვეტილებას გაეროს   93-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, 24-მა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

შესაბამისი რეზოლუცია აშშ-მ გაეროში  მას შემდეგ შეიტანა, რაც ქალაქ ბუჩადან რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მტკიცებულებები გავრცელდა. ამ გადაწყვეტილებამდე  რუსეთმა 47-წევრიანი საბჭოს ქვეყნები გააფრთხილა, რომ მისი გაგდების მცდელობა განიხილება, როგორც “არამეგობრული ჟესტი”.