სუს-ის პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურს | 05.04.2022

უკრაინის  თავდაცვის სამინისტროს დაზვრევის სამსახურის  ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი კონტრაბანდული ტვირთების გადატანისთვის, არხებს  საქართველოს ტერიტორიების გავლით ქმნის, დღეს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმიანება. სუს-ი მეგობარი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს  ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ  გავრცელებული განცხადება,  უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯად ჩაითვლება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა, გუშინ  გაავრცელა  ინფორმაცია, რომ  რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. ამ განცხადებას გუშინვე უპასუხა საქართველოს ფინანსთა სამინიტრომ და თქვა, რომ ბლადება დაუსაბუთებელი და აბსურდულია. სამინისტრომ განმარტა, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.