ბიბილოვი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმის ჩატარებას აანონსებს | 05.04.2022

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი, რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმს სავარაუდოდ 10 აპრილის შემდეგ გამართავს. თემაზე მორიგი განხადება ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა. მისი თქმით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს- პირველი რუსეთთან შეერთების შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ. ბიბილოვის ინფრომაციით, ამჟამად ოფიციალურ  მოსკოვთან კონსულტაციები მიმდინარეობს და რეფერენდუმი, შესაძლოა, 10 აპრილის შემდეგ ჩატარდეს. მისი მტკიცებით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უკვე რეალურია.

„ხალხის საუკუნოვანი, სურვილი, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას, რეალურია. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება, ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენოთ” – აცხადებს  ბიბილოვი.