რატომ გადააყენა ღარიბაშვილმა ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრობიდან | 04.04.2022

საკადრო ცვლილებს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციისთვის, გაურკვეველია რა გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანის ილია დარჩიაშვილით ჩანაცვლების მიზეზი. ხელისუფლების ოპონენტებს, საგარეო საქმეთა მინისტრის, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში შეცვლა დამატებით კითხვებს უჩენს. მათივე თქმით, რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, ქვეყნის პირველი დიპლომატი გამოცდილი, გამორჩეული და მ სხვილი კალიბრის ადამიანი უნდა იყოს.

“ქართულ ოცნებაში” კი პრემიერის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან და განმარტავენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო მიღებული, თუმცა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გადადო.