რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს – უკრაინის დაზვერვა | 04.04.2022

ინფორმაცია, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა დღეს გაავრცელა. უკრაინის სადაზვერვო სამსახური ასევე წერს, რომ განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.

“საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა. უკრაინა აცხადებს, რომ დღეისთვის ცნობილია რუსეთის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი – აღმოსავლეთ აზია. სწორედ მისი დახმარებით მიეწოდება ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები,” ნათქვამია განცხადებაში.