„პუტინმა არასწორად შეაფასა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა“ – რუსეთის ომის 36-ე დღე უკრაინაში | 31.03.2022

უკრაინის ქალაქები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე 36-ე დღეა იბომბება. რუსებმა მორიგი იერიში მიიტანეს ქალაქ ხარკოვზე. ოკუპანტებმა გაზსადენი დაბომბეს, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია. ხარკოვში განადგურებულია ათასობით საცხოვრებელი სახლი, მოსახლეობა კი უკვე 36 დღეა თავშესაფრებში ცხოვრობს.

უკრაინაში ომის გამო რუსეთის დანაკარგები ისევ იზრდება. რუსულმა არმიამ უკვე 17500 ჯარისკაცი, 614 ტანკი, 1735 ჯავშანმანქანა, 311 საარტილერიო სისტემა, 135 თვითმფრინავი, 131 ვერტმფრენი და სხვა სამხედრო ტექნიკა დაკარგა.