სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის – “ოცნება” | 30.03.2022

გავრცელებული ინფორმაციით,  თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს შორის განხილვის მთავარი საკითხი  სწორედ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლება  იყო.  შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, ამიტომ დეტალები უცნობია.  ბუნდოვანია “ქართული ოცნების” შეფასებაც.  გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ექსპრეზიდენტის  უცხოეთში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.