Amnesty International რუსეთის ქმედებებს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ომის დანაშაულად აფასებს | 29.03.2022

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International რუსეთის ქმედებებს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ომის დანაშაულად აფასებს. ამის შესახებ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა, პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელზეც 2021 წლის ანგარიში შეაჯამა.  მისივე ცნობით, უფლებადამცველი ორგანიზაცია მალე გამოაქვეყნებს სიღრმისეულ ანგარიშს რუსეთის მიერ ქალაქზე თავდასხმის შედეგად გამოწვეული განადგურების შესახებ.