ჩვენ კიდევ გვჭირდება დრო, ბრძოლა და მოთმენა. ემოციებს არ უნდა ავყვეთ- ომის 34-ე დრე უკრაინაში | 29.03.2022

უკრაინის ქალაქებზე თავდასხმა გრძელდება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს. რაკეტა სახელმწიფო ადმინისტარციის შენობას მოხვდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა  შენობის ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

ოკუპანტები ისევ ბომბავენ ხარკოვს. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 7 ადამიანი. თავდასხმამ კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. საერთო ჯამში კი ხარკოვში უკვე 1177 კორპუსია დანგრეული. რუსმა სამხედროებმა ჭურვები ჩამოყარეს როვნოს ოლქში მდებარე ნავთობბაზაზეც. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ბოლო რამდენიმე დღეა ოკუპანტები უკრაინის ნავთობ ობიექტებს აქტიურად ბომბავენ.

ისევ მძიმე ვითარებაა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, თუმცა ქალაქის ცენტრს ისევ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. დღეს განადგურებული მარიუპოლიდან ახალი კადრები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქში შედარებით სიმშვიდეა და  გადარჩენილმა ადამიანებმა თავშესაფრებიდან უკვე ეზოში გამოსვლაც შეძლეს.

უკრაინის ძალები კიევის ჩრდილო-დასავლეთით კონტრშეტევებს წარმატებით განაგრძობენ. უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან უკვე რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, მათ შორის რუსებმა კრივოი როგიდან 60 კილომეტრის მოშორებით დაიხიეს. უკრაინამ სრული კონტროლი აღადგინა ქალაქ ირპენზე. ვრცელდება კადრები, რომელშიც განადგურებული სახლები და ინფრასტრუქტურა ჩანს. ადგილობრივები ყვებიან, რომ ირპენში დასახლებული პუნქტები სისტემატურად იბომბებოდა. ისინი კი დღეების განმავლობაში სარდაფებში, გაუსაძლის პირობებში  იმალებოდნენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან უკვე 34 დღეა. ამ ხნის განმავლობაში კი ოკუპანტი ქვეყნის დანაკარგები სულ უფრო იზრდება. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით რუსულმა არმიამ უკვე 17200 ჯარისკაცი, 597 ტანკი, 1710 ჯავშანმანქანა, 303 საარტილერიო სისტემა, 127 თვითმფრინავი, 129 ვერტმფრენი და სხვა სამხედრო ტექნიკა დაკარგა. ამის მიუხედავად რუსეთი უკან არ იხევს. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით მოსკოვმა უკრაინაში დაჯგუფება ვაგნერის წევრები გაგზავნა. საბრძოლო ოპერაციებში, სავარაუდოდ, 1000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთვება. რუსეთმა 150-მდე სამხედრო გაიყვანა ოკუპირებული ცხივნალიდანაც. უკრაინის გენშტაბში აცხდებენ, რომ კრემლი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული არმიის შევსებისთვის მოხალისეებს აქტიურად აგროვებს.