მე უკან არაფრისგან ვიხევ, იყოს. ასეთი ადამიანები ქვეყნებს არ უნდა მართავდნენ – ბაიდენი პუტინზე | 29.03.2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვარშავაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე  განმარტებებს აკეთებს. ევროპიდან დაბრუნებულ პრეზიდენტს, ჟურნალისტებმა კითხეს, თუ რა იგულისხმა როდესაც თქვა რომ – პუტინი  ხელისუფლებაში ვერ უნდა დარჩეს. ჯო ბაიდენმა აღნიშნა,  რომ მისი  სიტყვებისგან ის უკან არ იხევს. ვარშავაში წარმოთქმული ფრაზით კი, მან პუტინის ქმედებების მიმართ მორალური აღშფოთება გამოხატა. ჯო ბაიდენის ამ განცხადებამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც განმარტეს, რომ რეჟიმის შეცვლა რუსეთში ამერიკის პოლიტიკური პოზიცია არ არის.

“მე უკან არაფრისგან ვიხევ. საქმე ის არის, რომ მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რომელსაც პუტინის ქმედებების მიმართ ვგრძნობ. არავის სჯერა, რომ ჩვენ ჩამოგდებას ვაპირებთ და პუტინის ჩამოგდებაზე ვსაუბრობდი. მეორეც, რაზე ვსაუბრობდი მე, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო? ერთადერთი ომი, რომელიც დაგეგმილზე უარესია, არის გაუთვალისწინებელი. ყველაზე ნაკლებად რის გაკეთებაც მსურს, რუსეთთან სახმელეთო ან ბირთვულ ომში ჩართვაა. მე გამოვხატე ჩემი აღშფოთება ამ კაცის საქციელის გამო. ეს აღმაშფოთებელია და უფრო მეტად ეს არის სურვილი, რომ ის ხელისუფლებაში არ იყოს. ასეთი ადამიანები ქვეყნებს არ უნდა მართავდნენ, თუმცა მართავენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი აღშფოთების გამოხატვა არ შემიძლია,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.