ღია დაპირისპირების ფონზე სალომე ზურაბიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად გამოჩნდა. სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ავტოკეფალიის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინა, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა მრევლს ამბიონიდან მიმართა. პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
მოსახლეობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავი მიულოცა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა დღეს უკრაინაზეც ისაუბრა.