„ათი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“- არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციებს აგრძელებენ | 25.03.2022

არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციებს აგრძელებენ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარტია „ლელოს“ ლიდერებს შეხვდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ  ამ ეტაპზე, ხელისუფლების განცხადებები საკმაოდ ბუნდოვანი და ხშირად ორაზროვანია. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილები მოიცავს: ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, დიპლომატიური ძალისხმევის გაწევას, ევროპის კავშირში გაწევრიანების საბჭოს შექმნას, შიდა და საგარეო კომუნიკაციის წარმოებას.