მორიგი გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში- იუსტიციის მინისტრი 2008 წლის ომის საქმეზე და სააკაშვილზე | 24.03.2022

მორიგი გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში- 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ევროსასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი  370 საჩივარი დაუშვებლად ცნო. ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინფზე გაავრცელა.  რატი ბრეგაძის თქმით,  ქართული მხარის  არგუმენტები, რომ  ცხინვალის რეგიონი იბომბებოდა  რუსეთის მხრიდან და  საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონში – სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა.