ურთიერთბრალდებები ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემის ირგვლივ | 23.03.2022

ოპოზიცია  საზოგადოებას არწმუნებს  რომ  ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემა საგანგაშოა და  ის არავითარ შემთხვევაში არ იქნება საქართველოსთვის  უსაფრთხოების გარანტია.

ოპოზიციის მსგავსად მესამე სექტორშიც თვლიან, რომ ნეიტრალიტეტი ქვეყნისთვის  სახიფათოა. არასამთსვრობოებს მიაჩნიათ, რომ ნეიტრალიტეტი ჩვენს ქვეყანას ოკუპანტი რუსეთის  მხრიდან მომდინარე აგრესიისგან არ დაიცავს.

“ქართული ოცნება”  ქვეყნის  ნეიტრალიტეტის თემაზე ოპოზიციასთან განხილვებში  არ შედის.  მმართველი პარტია ამას პროვოკაციების თავიდან არიდების არგუმენტით ხსნის.  “ოცნება” ხელს “ნაციონალური მოძრაობისკენ” იშვერს და ამბობს რომ ამ თემაზე საუბარი პირველად ექს პრეზიდეტმა მიხეილ საკაშვილმა საკუთარ სასამრთლო პროცესზე დაიწყო. ს.

17 მარტს,  მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო სხდომაზე  თქვა, რომ ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მთავრობას  ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მოსთხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ  თავრობისადმი ლოიალურად განწყობილი  ექსპერტები ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ აზრის მოსინჯვას სოციალიურ ქსელებში ცდილობენ. ოპოზიცია  ხელისუფლებას სწორედ ამ ექსპერტების ლობირებასა და  რუსული პროპაგანდისტული არხებისთვის  ხელსაყრელი პირობების შექმნაში ადანაშაულებს. ნეიტრალიტეტის თემის გააქტიურების გამო, გუშინ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და  “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივების განხილვაზე უარი თქვა. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ  ე.წ  „ომის პარტია“  ქვეყანაში ჰიბრიდულ და საინფორმაციო ომს აწარმოებს,სწორედ ამიტომ ის   ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეოაბს ვეღარ მიიღებს.