„ოცნება“ ალტინფოსა ხელს უწყობს, რაც ძალადობის ხელშეწყობას ნიშნავს“ – ოპოზიცია | 23.03.2022

ქობულეთში  ალტ ინფოს ოფისთან გამართულ აქციაზე  დაკავებული  მოქალაქეები დღეს პოლიციაში გამოიკითხნენ. ინციდენტი გუშინ,  ალტინფოს წარმომადგენლებსა და იმ აქტივისტებს შორის მოხდა,  რომლებიც უკრაინს მხარდამჭერ აქციასთან ერთად  რუსული პროპაგანდისტული მოძრაობის ოფისის გახსნას  აპროტესტდებდნენ. აქციაზე შეკრებილებს,  ალტინფოს წარმომადგენლები  თავს დაესხნენ, რის გამოც კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ დაპირისპირებასი მონაწილე  10-მდე პირი  დააკავა.

ქობულეთში  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას ითხოვს საია. განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქყვეყნებს წერია, რომ „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის ოფისების გახსნის მიმართ, ადგილობრივების პროტესტს, ძალადობა და მუქარის შემცველი განცხადებები მოჰყვა. შესაბამისად, საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად იმოქმედონ აგრესიული ჯგუფის მხრიდან განხორციელებულ ძალადობის შემთხვევებზე.

ძალადობრივი და პრორუსული დაჯგუფება ალტ ინფო რეგიონებში ოფისების გახსნასმოსახლეობის პროტესტის ფონზე აგრძელებს. პროტესტის შემდეგ ძალადობრივ ჯგუფს ოფისები დაახურინეს მესტიაში, ოზურგეთში, ხულოსა და შუახევში.