ოფიციალური ვაშინგტონი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს. როგორც, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რუსეთმა უკრაინაში უკვე ჩამოაგდო ზებგერითი რაკეტა, შემდეგი ნაბიჯი კი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება იქნება. ჯო ბაიდენმა განცხადება ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული რის გამოც ის უკვე რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს.
ვაშინგტონი აგრძელებს მოლაპარაკებებს, უკრაინისთვის “შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის” სისტემის მიწოდების შესახებ. პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, რომ რუსული ძალები უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან და ამერიკა ამ მტკიცებულებების შეგროვებას ხელს უწყობს.