ეს საქმე დასაწყისშივე უნდა შეწყდეს, არ არსებობს დაზარალებული! – ლევან ხაბეიშვილი ბრალდებულის სკამზე | 22.03.2022

პროკურატურა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას ცემას ედავება.  დღევანდელ  სასამართლო პროცესზე  ბრალდებულის ერთადერთი მოთხოვნა იყო, ირაკლი ზარქუას ჩვენება მოსამართლის წინაშე მიეცა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისი კოლეგა იტყუება. სწორედ ამიტომ სიმართლის დასამტკიცებლად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამნისტიაზე დათანხმებას არ აპირებს.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიერ წარმოთქმული სიტყვა მიუღებელი აღმოჩნდა ბრალდების მხარისთვის. რის გამოც პროკურორი და ბრალდებული ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირსპირდნენ.

დეპუტატები ერთმანეთს  2020 წელს საკრებულოში, დაუპირისპირდნენ.  საქმეზე ბრალი “ქართული ოცნების” 3 დეპუტატსაც აქვს წარდგენილი, თუმცა მათ მიმართ საქმის წარმოება შეწყვეტილია, რადგან მუხლს, რომელსაც ედავებოდნენ ამნისტია შეეხო. ამნისტიას ხაბეიშვილის მუხლიც ითვალისწინებს,  თუმცა დაცვის მხარე ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.