‘ქვეყანაში პროდუქტების საკმარისი მარაგია და იმპორტის პრობლემაც არ დგას” | 21.03.2022

ქვეყანაში საკვები პროდუქტების, მათ შორის, შაქრის და ზეთის დეფიციტი არ არის – განცხადება დღეს   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.  ოთარ შამუგიას თქმით, ქვეყანაში  პროდუქტების საკმარისი  მარაგია  და იმპორტის პრობლემაც არ დგას.

მინისტრმა ისაუბრა სანქცირებულ  რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობაზეც. ოთარ შამუგია ადასტურებს, რომ საქართველოდან რუსეთში გარკვეული პროდუქცია გადის, თუმცა, არ აკონკრეტებს რა სახის პროდუქტზეა  საუბარი.