როგორც ეკონომისტები განმარტავენ საქართველოში საწვავის ფასის გაძვირება გლობალურ ტენდენციებს ნაკლებად უკავშირდება. მათი შეფასებით, მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. დარგის სპეციალისტების თქმით, კომპანიების მხრიდან ისევ ისმის გარკვეული ანონსები, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა გაიზარდოს, თუმცა მათი შეფასებით ამის მოცემულობა უკვე აღარ არის.