მიხეილ სააკაშვილის მორიგი პოლიტიკუერუ განცხადებები სასამართლო დარბაზში | 21.03.2022

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარ სასამართლო პროცესზე კლავ ქვეყნის პრობლემებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და  საქართველო რუსეთის ნაწილი ოფიციალურად გახდება. მისივე თქმით, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსეთისთვის პერსონალურად მისი გადაცემაც.

საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან  ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით  – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.  შემდეგი სხდომა 5 აპრილს, გაიმართება.