ვაშაძე ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნისკენ მოუწოდებს | 21.03.2022

ოპოზიცია ხელისუფლებას ოპოზიციის მონაწილეობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნისკენ მოუწოდებს. ინიციატივა “სტრატეგია აღმაშენებელს” ეკუთვნის. როგორც დღეს პარტიის ლიდერმა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა,  ახლა მნიშვნელოვანია  პოლიტიკური ძალების ერთობა, მიზანი კი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და ქვეყისთვის ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებაა.