არასამთავრობოებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო 10 ნაბიჯი წარადგინა | 18.03.2022

სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო 10 ნაბიჯი წარადგინა.  ინიციატივას ხელს  არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ.  ამბობენ, რომ  ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, რის შესახებაც მმართველი გუნდისგან განცხადებები არ ისმის. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილები მოიცავს: ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, დიპლომატიური ძალისხმევის გაწევას, ევროპის კავშირში გაწევრიანების საბჭოს შექმნას, შიდა და საგარეო კომუნიკაციის წარმოებას.