იგეგმება პროვოკაცია, რაც დაბრალდება ოპოზიციას, რუსეთი საქართველოს მთავრობას მოსთხოვს ნეიტრალიტეტს – მიხეილ სააკაშვილი| 17.03.2022

მიხეილ  სააკაშვილის ინფორმაციით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან,  პროვოკაციები იგეგმება, რომელიც სავარუდოდ ოპოზიციურ ჯგუფებს დაბრალდება. სააკაშვილი ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ კრემლი  საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მოსთხოვოს.

სასამართლო სხდომაზე სააკაშვილმა საუბარი  უკრაინულ ენაზე,  უკრაინისთვის ლოცვით დაიწყო. სანთელი აანთო და თქვა, რომ უერთდება საქართველოს პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვის შესახებ.  სააკაშვილმა თქვა, რომ მაისური, რომელიც დღეს მას აცვია,  დიზაინერისგან,  დემნა გვასალიასგან საჩუქრად მიიღო.

მესამე პრეზიდენტმა დღეს სასამართლოს სხდომაზე  სალომე ზურაბიშვილს მიმართა და მას პატიმრობა უწინასწარმეტყველა. თქვა, რომ პრეზიდენტს  რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ელოდება. მისივე გამოთვლებით “ქართული ოცნება” ზურაბიშვილს 12 წელს მიუსჯის.