რაში მჭირდება მოვიგონო თითქოს ველაპარაკე კიევის მერს?! – კახა კალაძე | 16.03.2022

ბრალდება, რომელსაც თბილისის მერი აბსურდულს უწოდებს – თითქოს მას კიევის მერთან  არ უსაუბრია.  მერისთვის გაუგებარია რატომ უნდა მოეგონებინა ეს მაშინ, როცა მან და ვიტალი კლიჩკომ   სხვადასხვა საკითხზე  ნამდვილად ისაუბრეს. კალაძე ამბობს, რომ მათ შორის კომუნიკაცია სამ მარტს შედგა, რომელსაც წინ უძღოდა კლიჩკოსთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილი ტელეფონზე . მისივე თქმით,  საუბარი  შედგა ხარკოვისა და ირპენის მერებთანაც.