„გრძელდება პუტინის ომი უკრაინელების წინააღმდეგ, იზრდება ჩვენი სიმტკიცეც, მივაყენოთ დარტყმა კრემლს“ | 15.03.2022

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყანას დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ეწვევიან. კიევში ოფიციალური ვიზიტით,  პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები, მატეუშ მორავიეცკი, პეტრ ფიალა და იანეზ იანშა, ჩადიან.  უკრაინის დედაქალაქში  ჩავა პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკიც . ვიზიტი ევროკავშირთან შეთანხმებით ხორციელდება.

უკრაინაში ომის დაწყების გამო, გრძელება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.  ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება,  რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური და სექტორული სანქციების მეოთხე პაკეტის შემოღების შესახებ. რუსეთისათვის  სანქციბის დაწესებას დამოუკიდებლად დაწესებას აგრძელებენ სხვადასხვა ქვეყნებიც. კიდევ 17 რუს ოლიგარქსა და მაღალჩინოსანს სანქციები იაპონიამ დაუწესა.  CNN ის ცნობით, სანქცირებულთა სიაში არიან რუსი მილიარდელი იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, რუსეთის პარლამენტის დეპუტატები და რუსი ოლიგარგი ვიქტორ ვექსელბერგი.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქციები შესაძლოა დაუწესდეს ჩინეთს. მიზეზი კი რუსეთის დახმარება ხდება.  CNN-ის ცნობით ჩინეთმა გამოხატა გარკვეული ღიაობა, რუსეთს მოთხოვნილი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწიოს.  CNN წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს,  რომ  რუსეთის არმია უკრაინაში ლოჯისტიკური გამოწვევების წინაშე დგას და დახმარებას შორის, რომელსაც მოსკოვი ჩინეთისგან ითხოვდა, იყო გაუფუჭებელი სამხედრო საკვების კომპლექტები, ე.წ. „მზა საჭმელი“. CNN-ის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირებისთვის შემაშფოთებელია იმის დაშვება, რომ ჩინეთმა შეიძლება ხელი შეუწყოს უკრაინაში სისხლიანი კონფლიქტის გახანგრძლივებას. ჩინეთი, ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ ლიდერებთან.  შეხვედრაზე მყოფ ლიდერებს, რომელთაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უმასპინძლა, ვოლოდიმირ  ზელენსკიმ მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე შესაძლოა, ევროპის სხვა ნაწილები აღმოჩნდეს.

“ჩვენ ყველა ვართ რუსეთის სამიზნეები. დაეხმარეთ თქვენს თავს ჩვენი დახმარებით. შეაჩერეთ დემოკრატიის ნგრევა და გააკეთეთ ეს ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თქვენთანაც მოვლენ. ნატო იყო ყველაზე ძლიერი ალიანსი მსოფლიოში, მაგრამ ამ ალიანსის ზოგიერთი წევრი ჰიპნოზირებულია რუსული აგრესიით.გვესმის ბევრი საუბარი მესამე მსოფლიო ომზე, რომ ეს შეიძლება დაიწყოს, თუ ნატო დახურავს უკრაინის ცას რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის. შესაბამისად, საჰაერო სივრცე ჯერ არ არის დახურული. ეს საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები და ააფეთქოს საცხოვრებელი კორპუსები,” –  ვოლოფიმირ ზელენსკი.