“უკრაინა ქართველი ხალხის და საქართველოს ძალიან მადლიერია ამ ურთულეს პერიოდში უკრაინისადმი გამოვლენილი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამო” – განცხადება დღეს პარლამენტში საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გააკეთა. თქვა, რომ მტერი აგრძელებს ომის დანაშაულებებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების წინააღმდეგ. ამის ფონზე კასიანოვი მიიჩნევს, რომ სანქციები საკმარისი არ არის.
“უკრაინა ქართველი ხალხის და საქართველოს მადლიერია ამ ურთულეს პერიოდში უკრაინისადმი გამოვლენილი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამო და მჯერა, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება. რუსეთი ახლა იზოლაციაშია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან მტერი აგრძელებს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების მკვლელობას.ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები. ჩვენ გვჭირდება სანქციები ყველასგან. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ გვჭირდება სანქციები ყველა გამონაკლისის გარეშე. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის უკრაინის ძლიერი მეგობარი, მტკიცე და სტრატეგიული პარტნიორი და ქართველი ხალხი გამოხატავს სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ უკრაინელები ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას. ყველა უკრაინელი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გრძნობს ამ მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება,” – ანდრეი კასიანოვი.