უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოში მოქალაქეებისთვის იარაღის ტარების უფლებას ითხოვს პარტია “გირჩი”. საკითხზე დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იაგო ხვიჩიამ ისაუბრა. პარტიის ლიდერი კანონის მიღების მთავარ მიზეზად, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს ასახელებს. ფიქრობს, რომ უკრაინის სცენარის საქართველოში განმეორების შემთხვევაში, ხელისუფლებას ბრძოლის არანაირი სამოქმედო გეგმა არ აქვს. წორედ ამიტომ, თვლის რომ, მოქალაქეებს მინიმუმ საკუთარი თავის დაცის საშუალება უნდა მიეცეთ.