სასამართლომ გიგი უგულავა აეროპორტში მომხდარ ინციდენტის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. სასამართლოს განმარტებით, დამატებითი მტკიცებულებები სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა, ბრალდების მხარემ საპატრულო პირების წარმოდგენა მოახდინა, რომლებიც ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს მივიდნენ და მათ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. მოსამართლის თქმით, რომელი მხარის ვერსიაა სწორი, სასამართლოს დამატებითი მტკიცებულებები სჭირდება, რაც საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი არ იქნა. შესაბამისად, მოსამართლემ გადაწყვეტილება უგულავას სასარგებლოდ გამოაცხადა.
შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს, მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ. უგულავასთან ერთად ბრალი წაუყენეს გავაშელიშვილის მეგობარს დავით პარკაძეს, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.