არ არის მართალი, თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ – გომელაური | 09.03.2022

“არ არის მართალი, თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ ” – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრის ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებაზე დაისვა.

რაც შეეხება ​რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას, მინისტრი თვლის რომ ეს  მისი პრეროგატივა არ არის. ვახტანგ  გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს დღეს  პარლამენტში უპასუხა,  სადაც  ნდობის ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა.