ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო სუს-ის განცხადება | 08.03.2022

“ქვეყანაში შემოსული რუსეთის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია,” – ამის შესახებ  განცხადებას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  უწყების ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების არსებობის შესახებ. სუს-ში ირწმუნებიან, რომ ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი.