ევროკომისია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების განხილვას უახლოეს დღეებში იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს, ხოლო საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2 მარტს მოაწერეს. უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი უკრაინის ორგანიზაციაში გაწევრიანების მომხრეა. განმარტავენ, რომ ევროკავშირის ლიდერებისთვის სიმბოლურად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის განაცხადის მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება.