ოკუპანტების თანამზრახველი – ამ სექციაში შეიყვანა უკრაინულმა საიტმა თორნიკე რიჟვაძე | 08.03.2022

“ოკუპანტების თანამზრახველი” – ამ სექციაში შეიყვანა უკრაინულმა საიტმა  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მიზეზი მისი მხრიდან გუშინ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც დასმულ კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში – ჟურნალისტები “დარგის ექსპერტებთან” გადაამისამართა. რიჟვაძეს მეზობელი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაში უკრაინული მიროტვორევი, იგივე მშვიდობისმყოფელი ადანაშაულებს.