“ოკუპანტების თანამზრახველი” – ამ სექციაში შეიყვანა უკრაინულმა საიტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მიზეზი მისი მხრიდან გუშინ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც დასმულ კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში – ჟურნალისტები “დარგის ექსპერტებთან” გადაამისამართა. რიჟვაძეს მეზობელი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაში უკრაინული მიროტვორევი, იგივე მშვიდობისმყოფელი ადანაშაულებს.