უკრაონაში მიმდინარე ომზე საუბრით დაიწყო მთავრობის დღევანდელი სხდომა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რაც დღეს უკრაინაში ხდება მიუღებელი და სამწუხაროა. პრემიერის თქმით, ქვეყანა უკრაინას ეხმარება, უკვე გაგზავნილია 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი. მისივე თქმით, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება.