თვალის დახუჭვა რუსეთის დანაშაულზე, ნიშნავს, რომ შენ ხარ თანამონაწილე- უკრაინის ელჩის მოადგილე | 07.03.2022

“არ უნდა გააკეთოთ ფული დიქტატურაში, რომელიც კლავს ბავშვებს” – უკრაინის ელჩის მოადგილე ბიზნესს მიმართავს.  ელჩის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე  შეაჯამა ის ვითარება, რომელიც ამჟამად საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაშია. დიპლომატის თქმით, მსოფლიო აგრძელებს უკრაინის დახმარებას როგორც ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად, ისე სამხედრო თვალსაზრისითაც.

“ჩვენ ვაგძელებთ ქარვთველ პარტნიორებთან კონსულტაციებს ,ჩვენ მოვუწოდებთ  ყველას თავის შეიკავონ   ბიზნესის წარმოებისგან რუსეთში, რადგან ეს  მას  დამატებით რესურს აძლევს.  მთელ მსოფლიოში მსხვილი ბიზნესისთვის რეპუტაცია არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული. თვალის დახუჭვა რუსეთის დანაშაულზე, ნიშნავს, რომ შენ ხარ თანამონაწილე.  არ უნდა გააკეთოთ ფული დიქტატურაში, რომელიც ანადგურებს მშვიდობიან ქალებსა და კლავს ბავშვებს, ესვრის ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებს, ბომბავს ეკლესიებსა და უნივერსიტეტებს, ხოცავს მოსახლეობას, რომელიც ამბობს უარს ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე. სანქციები არის კონკრეტული დარტყმა, რომელსაც იგრძნობს რუსეთის მოქალაქე”.