აჭარის მთავრობის თავმჯდომარი რუსეთის მოქალაქეების საქართველში მასიურ შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს | 07.03.2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რუსეთის მოქალაქეების საქართველში მასიურ შემოსვლაში, პრობლემას ვერ ხედავს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ თუ კი ოკუპანტი ქვეყნის მოქალქეები კანონს არ დაარღვევენ, საწინააღმდეგო არაფერია, ხოლო, თუ გადაცდომებს ექნება ადგილი, შესაბამისი სამსახურები ზომებს  მიიღებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს  უპასუხოდ დატოვა  კითხვა – ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტები “დარგის ექსპერტებისკენ” გადაამისამართა.